კენიის ნაირობიის ქუჩებში მცხოვრები უსახლკარო ბავშვები გადარჩენას ითხოვენ. ჯონ ტუო ერთ-ერთი ასეთი ბავშვი იყო! ის შუქნიშანთან იდგა ხოლმე და როდესაც წითელი აინთებოდა, ბავშვი მძღოლებთან მიდიოდა და მცირედ დახმარებას ითხოვდა. მაგრამ ერთ დღეს ჯონმა ძალიან უჩვეულო მგზავრი გაიცნო – ამ შეხვედრამ მისი ცხოვრება თავდაყირა დააყენა.
იმ დღეს ჯონი ქალაქის ცენტრში, მთავარ გზაჯვარედინზე მათხოვრობდა. ბიჭმა ერთ-ერთი მანქანის სალონში შეიხედა, ის ხურდის თხოვნას აპირებდა მაგრამ უცებ შეამჩნია, რომ მანქანაში მყოფს რამდენიმე აპარატი ჰქონდა შეერთებული.
ბავშვმა მსგავსი რამე პირველად ნახა, ამიტომ ძალიან დაინტერესდა თუ რატომ ჰქონდა ქალს შეერთებული მსგავსი აპარატები.
ქალმა, რომელსაც გლედი ერქმა ბიჭს აუხსნა, რომ ფლტვების პრობლემების გამო მას დამოუკიდებლად სუნთქვა არ შეეძლო და სწორედ ამიტომ ჟანგბადის ბალონით სპეციალური გენერატორით გადაადგილდებოდა.
აღმოჩნდა, რომ გლედისს, 32 წლის ქალს, უკვე ჩატარებული ჰქონდა 12 ოპერაცია, რომელთაგან ერთმა მხედველობის ნერვი დააზიანა და დააბრმავა. ჯონმა ისე შეძრა მისმა ამბავმა, რომ ტირილი დაიწყო.
ბიძის ცხოვრება მძიმე იყო, მაგრამ ის მიხვდა, რომ იყო უარესი შემთხვევები. ბიჭმა ჰკითხა, რისი გაკეთება შეეძლო მისი დახმარებისთვის. გლედისმა თხოვა, რომ ერთად ელოცათ. ლოცვის შემდეგ ბიჭმა ჟიბიდან ამოიღო მთელი ფული, რომელიც იმ დღეს მისცეს და გლედისს მისცა. ის დარწმუნებული იყო, რომ ქალს ეს ფული უფრო მეტად სჭირდებოდა!
თუმცა ამის შემდეგ კიდევ უფრო საოცარი რამ მოხდა. შემთხვევუთმა გამვლელმა ეს სიტუაცია დაინახა, მათ ფოტოები გადაუღო და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ამ ისტორიის მოკლე აღწერით. უსახლკარო ბიჭისა და უსინათლო ქალის ამბავმა ათასობით ადამიანი შეძრა.
სოციალურ ქსელში დაიწყო მასიური კამპანია. სულ მოკლე ხანში შეგროვდა 80 ათას დოლარზე მეტი, საჭირო თანხა, რაც ქალს მორიგი ოპერაციისთვის სჭირდებოდა.
პატარა უსახლკარო ბიჭის ასეთმა საქციელმა გლედისის ცხოვრება, ისევე როგორც ამ ბიჭის სამუდამოდ შეცვალა. გლედისმა ოპერაციის შემდეგ ბიჭის ცხოვრების გასაუმჯობესებლად ყველაფერი გააკეთა, მან ბიჭი იშვილა. ახლა ბიჭი კარგად ცხოვრობს, საკუთარი სახლი აქვს და სკოლაშიც დადის.