რეალურად იმიტომ გამოვიძახე პოლიცია, რომ ციხეში დაეჭირათ, და არა იმიტომ რომ მეზობელი სიკვდილს გადამერჩინა ჩემს მამამთილს გათხოვების პირველივე დღიდან არ მოვეწონე.
როგორც მოგვიანებით გავიგე, სკოლის ასაკში დედაჩემი უყვარდა, მაგრამ მისი გული ვერ მოიგო და გამწარებულმა ტავის მოკვლაც სცადა.
ეს ისტორია დედაჩემმა ძლივს გაიხსენა, რადგან ოცდაათი წლის შემდეგ, საკუთარი სკოლელის ცნობა გაუჭირდა. არ მოვწონდი იმიტომ რომ ჩემი თავი ძველ სიყვარულს ახსენებდა.
ხანდახან მეგონა, რომ საკუთარი შვილის შურდა, რადგან საყვარელი ქალის გულის მოგებაში მან აჯობა.
ერთი კვირის პატარძალს რაღაცებს მიგონებდა. ვითომ ადრე სადღაც ვყავდი ნანახი და ვერ იხსენებდა. ამას ისე ამბობდა, რომ ყველას ეჭვი აგდებდა, თითქოს ცუდ სიტუაციაში მნახა.
ცხოვრება ჯოჯოხეთან მიქცია, ვხვდებოდი, ეს კაცი ასე თუ გააგრძელებდა, ოჯახი დამენგრეოდა, მეუღლე ცალკე გადასვლაზე ვერ დავითანხმე.
ერთ დღეს, მამათილი შინ ნასვამი დაბრუნდა და ეზოში მეზობელს აუხირდა. მსუბუქი კინკლაობა მალე ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა და გაგიჟებულ კაცს, ახლოს ვერავინ ეკარებოდა.
ჩუმად პატრული გამოვიძახე და ოპერატორს სახელი და გვარით ვუთხარი ვინ ჩხუბობდა. ორ წუთში იქ გაჩნდა პოლიცია და საკუთარი თვალით ნახეს, როგორ დაუნდობლად ურტყამდა ჩემი მამათილი მეზობელს.
კაცი, რომელიც ცხოვრებას მინგრევდა, თავად აღმოჩნდა საშინელ მდგომარეობაში. მეზობელი სიკვდილს ძლივს გადაარჩინეს და ჩემი ”ძვირფასი” ოჯახის წევრი ციხეში გაუშვეს.
ვიცი, რომ მხოლოდ რამდენიმე წელი დავისვენებ და იქიდან უფრო ნერვებაშლილი გამოვა, მაგრამ ამად მიღირდა. დღემდე არავინ იცის, რომ პატრული მე გამოვიძახე, მაგრამ არ ვიცი, ამ საიდუმლოს როდემდე ვატარებ.
ხანდახან ვნანობ, რომ ადამიანი ციხისთვის გავიმეტე, მაგრამ სინდისი იმიტომ მაწუხებს, რომ რეალურად იმიტომ გამოვიძახე პოლიცია, რომ ციხეში დაეჭირათ, და არა იმიტომ რომ მეზობელი სიკვდილს გადამერჩინა.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია..