ეს შემთხვევა უკვე შეფასდა, როგორც მსოფლიო პრაქტიკაში უპრეცედენტო – 2013 წელს ავტოკატასტროფაში დაღუპული ცოლ-ქმრის შვილი სამყაროს მშობლების გარდაცვალებიდან ოთხი წლის შემდეგ მოევლინა.
2013 წელს შანხაიში მცხოვრებმა უშვილო ცოლ-ქმარმა შენმა და ლიუმ გადაწყვიტეს, ხელოვნური განაყოფიერების მეთოდისთვის მიემართათ.
პროცედურამ წარმატებით ჩაიარა. ექიმებმა ოთხი ემბრიონი დედის სხეულში გადანერგვისთვის გაამზადეს და გაყინეს, მაგრამ ხუთი დღით ადრე ცოლ-ქმარი ავტოკატასტროფაში დაიღუპა.
გარდაცვლილი ახალგაზრდების მშობლებმა შვილების ემბრიონების მიღების უფლება ოთხწლიანი ბრძოლის შემდეგ მოიპოვეს. BBC-ის ცნობით, სასამართლო ამგვარ საკითხებში სამართლებრივი გამოცდილების არარსებობის გამო გაჭიანურდა.
ჩინეთში სუროგატული განაყოფიერება აკრძალულია. მეტიც, კანონის თანახმად, ემბრიონის მიღება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ სხვა კლინიკა მის მიღებაზე თანხმობას განაცხადებს.
გარდაცვლილების მშობლებს შესაბამისი კლინიკის მოძიება ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ლაოსში მოუწიათ. თუმცა, ამით პრობლემები არ დასრულებულა.
თხევადი აზოტით სავსე კონტეინერში მოთავსებული ემბრიონები აეროპორტის უსაფრთხოების მოთხოვნებში არ ჯდებოდა, ამიტომ მშობლებს ლაოსამდე ჩასვლა მანქანით მოუწიათ.
სირთულეები სუროგატი დედისთვის ემბრიონის გადანერგვის შემდეგაც გაგრძელდა, მაგრამ მომავალი ბებიები და ბაბუები დანებებას არ აპირებდნენ.
შენისა და ლიუს შვილი მშობლების გარდაცვალებიდან ოთხი წლის შემდეგ დაიბადა. პატარა სრულიად ჯანმრთელია და მზრუნველი ბებიების ხელში თავს მშვენივრად გრძნობს.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია