ვარ 30 წლის და მქვია ელისო. წლებმა ისე გაირბინა, რომ თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარი. გვიან დავფიქრდი იმაზე, რომ დროა, ოჯახი შევქმნა…
თაყვანისმცემლები არასოდეს მაკლდა, მაგრამ ჯერ სწავლას გადავყევი. ორი უმაღლესი განათლების დიპლომი რომ დავიგულე კომოდის უჯრაში, ვიფიქრე, ახლა კი დროა, გავთხოვდე-მეთქი, მაგრამ სწორედ იმ პერიოდში ჩემი უფროსი და მეუღლესთან ერთად საზღვარგარეთ წავიდა და თავისი 2 შვილი მე და დედას დაგვიტოვა.
დედა ვერ შეძლებდა ბავშვების მოვლას. ამიტომ ჩემი გათხოვების ამბავი გადავდე და დისშვილების აღზრდას მივყავი ხელი.
ისე არ იფიქროთ, თითქოს ვწუწუნებდე. მათზე ძვირფასი არავინ მყავს. ამ 2 წლის წინ ჩემი და დაბრუნდა. ტვირთი მომეხსნა.
ჰოდა, უკვე მართლა გადავწყვიტე, გავთხოვილიყავი. მივიხედ-მოვიხედე, მაგრამ შესაფერისი ვერავინ ვნახე.
თუ მანამდე, სამსახურში ხანდახან “გმირი” დედასავით პირდაუბანელიც კი მივდიოდი ხოლმე, ახლა გავიპრანჭე, დიეტაზე დავჯექი და მშვენიერი ქალი დავდექი. ბევრმა მამაკაცმა შემნიშნა უცებ. მეც მათ შორის საუკეთსო შევარჩიე და დავიწყე პაემნებზე სიარული.
დათო უზომოდ პატივს მცემს, ვუყვარვარ და დღე-დღეზე ქორწილიც უნდა დავგეგმოთ, მაგრამ საოცარი ამბავი შემემთხვა და უკვე დილემის წინაშე ვდგავარ. ამ 2 თვის წინ, ჩემს მეგობარს, რომელიც კასპშია გათხოვილი, დედამთილი მოუკვდა და გასვენებაში წავედი.
დათო მეხვეწებოდა, – ჩემი მანქანით წაგიყვანო, მაგრამ “შევჯექი ვირზე” და აღარ ჩამოვედი. “მარშრუტკით” გავემგზავრე.
იქიდან მეგობრის მეუღლემ ცენტრალურ გზამდე მიმიყვანა და დასავლეთიდან მომავალ “მარშრუტკას” გამომაყოლა.
თბილისამდე ისე ჩამოვედი, გვერდითაც არ გამიხედავს. მეორე დღეს ისევ ის მოსაცმელი ცავიცვი, რომელიც წინადღეს მეცვა და სამსახურში წავედი. ჯიბეში ხელი რომ ჩავიყავი, ქაღალდის ნაგლეჯი მომხვდა.
ფულს ჯიბით არასოდეს ვატარებდი… ჯიბიდან კი ათლარიანი ამოვიღე, რომელიც შავი კალმით იყო გადაჭრელებული. დავიწყე კითხვა: “ძალიან მომეწონე, ჯიბეში სხვა ქარალდი არ აღმომაჩნდა, ამიტომ ათლარიან კუპიურაზე გიმხელ ჩემს სიმპათიას.
ბედნიერი ვიქნები, თუ დამირეკავ”, – და მითითებული იყო ტელეფონის ნომერი. მივხვდი, რომ წერილი კასპიდან მომავალს, გვერდით მჯდომმა მამაკაცმა ჩამიდო ჯიბეში, მაგრამ მისი გარეგნობა ვერაფრით აღვიდგინე.
მერწმუნეთ, ძნელია, ცდუნებას გაუძლო და არ დარეკო იმ ადამიანთან, ვინც ასეთი ორიგინალური ხერხით მოგაწოდა კოორდინატები.
ერთი კვირა ისე გავიდა, ძალდაუტანებლად ვამბობდი უარს, მისთვის დამერეკა. მერე უკვე ბრძოლა დამჭირდა საკუთარ თავთან, მაგრამ მაინც დავმარცხდი და 2 კვირის შემდეგ დავრეკე.
ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ეს მამაკაცი შემიყვარდა. სწორედ მან დამანახვა, რა არის ცხოვრება, როგორი უნდა იყოს მამაკაცი…
მისი ქცევებისა და თვისებების აღწერა შორს წაგვიყვანს, მაგრამ მერწმუნეთ, ნამდვილად ასეა. აღარ ვიცი, დათოს რა ვუყო….
ვითომ ჭკუა დამჯდარი ქალი მქვია და ხედავთ, რა მომივიდა? ვიცი, რომ ახლა დათო ზედმეტია, მაგრამ თვითონ არ უნდა, რომ ასე იყოს. რაც არის, არის! მომავალი გადაწყვეტს ყველაფერს!
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია