დედას გეფიცებით, ერთ სიტყვასაც არ მოგატყუებთ. თუმცა, სულერთია, დამიჯერებთ თუ არა… უკვე 16 წელია, ოჯახის უღელი დავიდგი და მართლა მთელი მონდომებით ვეწევი ჭაპანს.
ერთი სამსახურიდან მეორეში გავრბივარ, მერე – შინ, ცოლს ვეხმარები, გვიან ვიძინებ და უთენია ვდგები. ძალზე იშვიათად მივდივარ სტუმრად ან ძმაკაცებთან ერთად საქეიფოდ და მაშინაც ცოლი მახლავს.
ამ რამდენიმე ხნის წინ საკმაოდ ბლომად ვიოვე ფული. გადავწყვიტე, თანხის ნაწილი ჩემს გემოზე, გართობაზე დამეხარჯა. ეს რომ მოვიფიქრე, უკვე საღამოს 9 საათი იყო. მივხვდი, შინ საკმაოდ გვიან მომიწევდა მისვლა და ცოლის საყვედურების მოსმენა, მაგრამ დავიკიდე და ორ მეგობართან ერთად რესტორანში წავედი.
ვიქეიფეთ, მერე ქალებში წასვლა მოგვინდა. ერთ-ერთმა სადღაც დარეკა და მერე გამოაცხადა – ახლა სამი მშვენიერი არსება შემოგვიერთდებაო. მართლაც, ცოტა ხანში სუფრასთან უკვე ექვსნი ვისხედით.
მერე ამ ქალებს პატივისცემა ხომ უნდოდათ? ჰოდა, სასტუმროში წავედით და შინ რომ მივედი, უკვე დილის 6 საათი იყო… კარი საკუთარი გასაღებით გავაღე და შემოსასვლელში შუქი რომ ავანთე, პირველი, რაც დავინახე, ჩემი ცოლის დოინჯშემოყრილი სილუეტი იყო. – აი, მეც მოვედი, – ჩავიბურტყუნე დამნაშავესავით.
მეუღლე კითხვის ნიშნებით სავსე თვალებით მიყურებდა. ახლა აუცილებელი იყო, დაგვიანების მიზეზი ამეხსნა. – პოლიციამ დამიჭირა, მთელი ღამე განყოფილებაში გავატარე და ახლა გამომიშვეს, – ამოვილუღლუღე და მივხვდი, რომ დიდი სისულელე ვთქვი. ცოლმა წარბი ასწია…
– ხომ იცი, ჩემო სიცოცხლევ, რომ ყოველთვის ვჩქარობ შენს ნახვას, მაგრამ სამსახურიდან გამოვედი თუ არა, დამირეკეს, რომ ჩემი თანამშრომელი ავარიაში მოყვა და საავადმყოფოში გავიქეცი-მეთქი, – შეცვალე ჩვენება და შევხედე.
თვალებში რისხვა გაუკრთა. – მომავალ თვეში ორმაგ ხელფასს გადამიხდიან, – მივაწოდე ინფორმაცია, მაგრამ მას სულაც არ გახარებია. – იცი, გზად სამი ქალი შემხვდა და სასტიკად გამაუპატიურეს-მეთქი, – მივაწოდე შემდეგი ინფორმაცია.
– ვაი, შე უბედუროო, – მომაძახა ცოლმა და პირსახოცი მესროლა, რომ შუბლზე მომსკდარი ოფლი მომეწმინდა. სააბაზანოში შევედი და იქ დავიძინე, რადგან სახლში ეს ერთადერთი ოთახია, რომლის კარიც იკეტება. დილით კი ისე გავიპარე სახლიდან, რომ არავის გაუგია.
ჩემს დაბრუნებამდე კი მოულბა გული და საღამოს შევრიგდით.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია