• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Thursday, June 19, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ჩემი ყოვლად უვარგისი ქმარი თავს მუდმივად აქეთ მაყვედრის.. სულ ისე იქცევა, რომ მარწმუნებს როგორი არარაობა და არაკაცია.. არვიცი რა უნდა გავაკეთო..

by inew
21 March 2023
in საზოგადოება
0
ჩემი ყოვლად უვარგისი ქმარი თავს მუდმივად აქეთ მაყვედრის.. სულ ისე იქცევა, რომ მარწმუნებს როგორი არარაობა და არაკაცია.. არვიცი რა უნდა გავაკეთო..
0
SHARES
2.5k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
რემონტის შემდგომი დალაგება

გავთხოვდი უსიყვარულოდ – იმიტომ, რომ უნდა გავთხოვილიყავი. ჩემი მომავალი ქმარი გამაცნეს ახლობლებმა და მივხვდი, რომ ამის თანახმა ჩემი მშობლები და და-ძმაც იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ რეზო თავიდანვე არ მომეწონა გარეგნობით, რომ დაველაპარაკე, განათლებული და წესიერი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა და ჩემს თავს ვუთხარი, არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი, ვინც უსიყვარულოდ თხოვდება, მაგრამ ოჯახი მაინც აქვთ-მეთქი.

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან დიდ, რომანტიკულ და განსხვავებულ სიყვარულსა და ურთიერთობაზე ვოცნებობდი, რამდენიმეთვიანი პაემნების შემდეგ ცოლად გავყევი.

მინდა გითხრათ, რომ ამ რამდენიმე თვის განმავლობაში არანაირ რომანტიზმს არ ჰქონია ადგილი, არც განსაკუთრებულ ყურადღებას ან ზრუნვას. ქალური ალღოთი ვგრძნობდი, რომ რეზო ჩემი წყვილი არ იყო, მაგრამ მაინც გავყევი. სხვათა შორის, ჰოროსკოპებითაც, ყველაზე შეუთავსებელი ჩვენი ზოდიაქოები იყო, მაგრამ, ჰოროსკოპებს არც მაშინ ვაქცევდი არანაირ ყურადღებას და არც ახლა, თუმცა, რაც იქ ეწერა, ყველაფერი ახდა.

ერთი სიტყვით, გავთხოვდი და დავიწყე საკუთარი თავის დარწმუნება იმაში, რომ ქმარი მიყვარს. ვეუბნებოდი კიდეც, მიყვარხარ-მეთქი და თითქმის დარწმუნებული ვიყავი ჩემს სიტყვებში. მაგრამ ჩვენი ურთიერთობა ისე არ აეწყო, როგორც მინდოდა:

ცოტა სიძუნწე, ცოტა უყურადღებობა, ცოტა მოუგვარებელი ინტიმი – თანდათან დაგროვდა და ჩემთვის გადაულახავ ზღუდედ იქცა. წლების შემდეგ მივხვდი, რომ ქმართან არანაირი გრძნობა არ მაკავშირებდა (მიუხედავად იმისა, რომ უკვე წამოზრდილი ქალ-ვაჟი გვყავდა). მისგან ერთხელაც არ მიგრძნია ის, რაც ქალმა შეყვარებული მამაკაცისგან უნდა იგრძნოს.

ძალიან მთრგუნავდა მისი პოზიცია – რომ ცოლ-შვილი (განსაკუთრებით ცოლი) ყოველთვის და ყველაფერში ბოლო ადგილზე უნდა დაეყენებინა, უფრო ზუსტად თუ ვიტყვი, ის ბოლო ადგილიც არასდროს ემეტებოდა. არ ეხებოდა (უფრო სწორად, არ იხებდა) არაფერი, რაც მის ცოლ-შვილს სჭირდებოდა.

ბავშვები სანამ გაიზრდებოდნენ, ერთხელ არ უკითხავს, რა სჭირდებოდათ, არც მატერიალურად, არც სხვა მხრივ. მაგრამ, რომ წამოიზარდნენ, იმდენი პრეტენზია წამოუყენა ორივეს, გეგონება, ერთხელ მაინც უზრუნია მათ ან განათლებაზე და ან სხვა რამეზე. საერთოდ, ძალიან პრეტენზიული და ყველაფრით უკმაყოფილო ადამიანია. თავიდან მეგონა, ეს მისი ხასიათი იყო, ახლა კი მივხვდი, რომ ეს მისი წინასწარ გამოთვლილ-გამოანგარიშებული პოზიციაა:

იქით გეჩხუბოს, იქით გისაყვედუროს და მოგცეს შენიშვნები; იქით გამოთქვას უკმაყოფილება, რომ თავისი უსაქმურობა, უუნარობა და არაკაცობა დაფაროს. მისმა ასეთმა საქციელმა ის შედეგი გამოიღო, რომ კაცს, რომელსაც ჩემი ქმარი და ჩემი შვილების მამა ჰქვია, დასანახავად ვეღარ ვიტან.

ნამდვილი არარაობაა, არაკაცია, უფრო ზუსტად თუ ვიტყვი, არშემდგარი მამაკაცია, რომელიც თავის წარუმატებლობას ყოველთვის სხვებს აბრალებს, საკუთარი თავი კი ძირითადად „უვარგისი“ ცოლ-შვილის ან ოჯახის სხვა წევრების მსხვერპლად გამოჰყავს, თუმცა, კი იცის, რომ სინამდვილეში ასე არაა, მაგრამ, იმდენჯერ იმეორებს, იმდენჯერ უყვება თუ შესჩივის სხვებს ამ თავის „უიღბლობას“, რომ, საბოლოოდ, თვითონაც იჯერებს.

აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო მეტი პრეტენზია და აგრესია უჩნდება გარშემო მყოფთა მიმართ. ძალიან დიდხანს ვიფიქრე ქმართან გაყრაზე, მაგრამ, სანამ ბავშვები პატარები იყვნენ, რაღაცნაირად, ვერ გადავდგი ეს ნაბიჯი, ახლა კი უკვე გვიანაა. თანაც, არ მინდა, შვილები ჩავაყენო უხერხულ მდგომარეობაში, თუნდაც თავიანთი ნაცნობების წინაშე – როგორია, 18-20 წლის ასაკში, ვიღაცა რომ გკითხავს, შენი მშობლები მართლა გაიყარნენო?!

ერთადერთი, რითაც პროტესტს ვამჟღავნებ ქმრის საქციელის მიმართ, ის არის, რომ მასთან არანაირი ცოლქმრული ურთიერთობა არ მაქვს, რაზეც ძალიან ბრაზდება და მემუქრება, იცოდე, საყვარელს გავიჩენო. შეიძლება, არ დამიჯეროთ, მაგრამ, თუ მართლა გაიჩნეს ვინმეს, ნამდვილად არ მეწყინება.

ეს ვუთხარი კიდეც, რამაც საშინლად გააბრაზა და, თქვენ წარმოიდგინეთ, ცოტა დააფიქრა კიდეც, რადგან აქამდე ეგონა, მის შესანარჩუნებლად ყველაფერს მოვითმენდი და ავიტანდი. ახლა ცოტა სხვანაირად იქცევა – შედარებით უფრო ფრთხილად, რადგან, მგონი, ეჭვი შეეპარა თავის შეუცვლელობაში, და, ალბათ, იმის შიშიც გაუჩნდა, რომ გავეყარო, მთლად მარტო დარჩება.

მერე რაღა ეშველება, ან ვინ მოუვლის, ან ვინ არჩენს, ან ვის უნდა დააყვედროს თავი.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

ყურადღება: ფოტო პირობითია დარეჯანი, 44 წლის.

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

ჩემს ქმარს ძველ შეყვარებულთან ვღალატობ.. მინდა იმის გამო დავსაჯო, რომ მომიტაცა და ცუდად მექცევა.. – 48 წლის ქალის წერილი

Next Post

„ჩემი ქმარი ჩემზე 14 წლით უფროსია.. ქმრის ძმაკაცი მომვარდა და ჩემი კოცნა სცადა, ბებერ ქმართან ცხოვრობ, ნუთუ ახალგაზრდა კაცის მკლავებში არ გინდაო…”

Next Post
„ჩემი ქმარი ჩემზე 14 წლით უფროსია.. ქმრის ძმაკაცი მომვარდა და ჩემი კოცნა სცადა, ბებერ ქმართან ცხოვრობ, ნუთუ ახალგაზრდა კაცის მკლავებში არ გინდაო…”

„ჩემი ქმარი ჩემზე 14 წლით უფროსია.. ქმრის ძმაკაცი მომვარდა და ჩემი კოცნა სცადა, ბებერ ქმართან ცხოვრობ, ნუთუ ახალგაზრდა კაცის მკლავებში არ გინდაო...”

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
TOP.GE
ქიმწმენდა
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In