რუსთავი-ლილოს გზაზე ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ცნობით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახნენ. შეჯახება მაშინ მოხდა, როცა მსუბუქი სედანის ტიპის ავტომობილი ტრაილერისთვის გასწრებას ცდილობდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მსუბუქ ავტომობილში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი და 2 შუახნის ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა, 2 დაშავებული კი კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანეს.
ავარიის მონაწილე იყო კიდევ ერთი მსუბუქი ავტომობილი, რომლის მგზავრებიც უვნებლად გადარჩნენ.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
@primetime.geმძიმე ავარია რუსთავის გზაზე – არის მსხვერპლი ©️ Info rustavi

