• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Friday, May 9, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„ჩემი დედამთილი სინამდვილეში დედაჩემი აღმოჩნდა” – ქართველი ნაშვილები გოგონას წარმოუდგენელი ისტორია

by inew
20 March 2023
in საზოგადოება
0
„ჩემი დედამთილი სინამდვილეში დედაჩემი აღმოჩნდა” – ქართველი ნაშვილები გოგონას წარმოუდგენელი ისტორია
0
SHARES
17.7k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
რემონტის შემდგომი დალაგება

სულისშემძვრელი ამბავი ახალგაზრდა ქალმა მიამბო. ქეთიმ გათხოვებიდან რამდენიმე წლის შემდეგ გაიგო, რომ ნაშვილები იყო და ქალი, რომელიც დედამთილი ეგონა, მისთვის ნამდვილი, ბიოლოგიური, ქმრისთვის კი აღმზრდელი დედა აღმოჩნდა.

ქეთი: – გარეგნულად ძალიან მამსგავსებენ აღმზრდელ მშობლებს, განსაკუთრებით დედას. ისინი ყოველთვის თავს მევლებოდნენ, ჩემზე ბედნიერი ბავშვი არ მეგულებოდა და რატომ უნდა გამჩენოდა ეჭვი, რომ ნაშვილები ვიყავი?

22 წლისა გავთხოვდი. ჩემი მშობლები მხოლოდ ერთი რამით იწუნებდნენ სასიძოს – დედისერთაა, მშობლები არ დათმობენ, ჩვენთან რომ იცხოვროს, შენც ვერ დაგაძალებთ, რომ ჩვენთან უფრო ხშირად იყო, ვიდრე ქმრის ოჯახშიო.

სადედამთილოს ნახვისთანავე უცნაური განცდა დამეუფლა. დედაჩემი და ის ერთმანეთს ჰგავდნენ, მე კი ორივეს. როდესაც სადედამთილოს ჩავეხუტე, რაღაცნაირი სითბო ვიგრძენი და დედაჩემს ვუთხარი კიდეც, მგონი, ძალიან კეთილი დედამთილი მეყოლება-მეთქი.

მართლაც დედაშვილური ურთიერთობა გვქონდა. შარშან  დედამთილს საშვილოსნოს ოპერაცია გავუკეთეთ. სანამ ავად გახდებოდა, თითს არაფერზე მაკარებინებდა.

მისი ავადმყოფობის შემდეგ ყველაფერს მე ვაკეთებდი. ერთხელ აივანზე გავიყვანე, სავარძელში ჩავსვი და სახლის დალაგებას შევუდექი.

მის ოთახში ტანსაცმლის კარადა რომ გადმოვალაგე, ზედა თაროდან ძველებური საკვოიაჟი გადმოვარდა.

ძალიან ლამაზი იყო, თან კარგად შენახული. ვიფიქრე, ვთხოვ და სიამოვნებით ვატარებ-მეთქი. სხვის ნივთებში ქექვა არ მახასიათებს, მაგრამ რატომღაც გავხსენი.

ჩანთაში ჩვილის ფოტო და რაღაც იყო ცელოფანში გახვეული.  დავხედე თუ არა ფოტოს, ჩემი თავი შევიცანი. დაახლოებით 5 თვის ასაკში იყო გადაღებული. შინ მსგავსი ბევრი ფოტო მაქვს.

– იქნებ გგავდა ის ბავშვი?

– მეც ეგ ვიფიქრე, მაგრამ ცელოფანში ჩვილის სამოსი რომ ვნახე, შევფიქრიანდი, იქნებ ჩემი მეუღლის გარდა კიდევ ჰყავდათ შვილი და ეს მისი ფოტოა-მეთქი. გადავწყვიტე, დედამთილისგან მალულად გამეგო ბავშვის ვინაობა.

ქმარს შევაპარე, შენს მშობლებს სხვა შვილიც ხომ არ ჰყავდათ შენამდე-მეთქი. რატომ მეკითხებიო, გაუკვირდა. ფოტოს შესახებ ვუთხარი. აფორიაქდა. ვერც იმან გაბედა დედისთვის ეკითხა რამე და მამას შეაპარა.

იმან – სხვა შვილი არ გვყოლიაო. ამასობაში შინიდან ჩემი ჩვილობის დროინდელი ფოტოები მოვიტანე, – გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა დედამთილის ჩანთაში ნაპოვნს. ეს ამბავი დედას ვუთხარი და ის ფოტოც ვაჩვენე.

ანერვიულდა. რა დაგემართა-მეთქი. კარგა ხნის მერე გამომიტყდა, ნაშვილები ხარო. გონება დამებინდა, – ხომ შეიძლებოდა, ჩემი ძმის ცოლი ვყოფილიყავი და ჩვენი შვილები საშინელი ცოდვის ნაყოფი გამომდგარიყვნენ.

გული შემიღონდა და საავადმყოფოში გადამიყვანეს. ჩემი ქმარი შეშლილი მოვარდა, მაგრამ მის დანახვაზე უარესი დამემართა.

თავზარდაცემულ გურამს ჩემი ცუდად გახდომის მერე მამისთვის მიუხლია, – არ იცოდი, რომ დედაჩემს ბავშვი ჰყავდა გაშვილებულიო? შეშფოთებულ მამამთილს დაუმშვიდებია და ჩემი ქმრისთვის უთქვამს – დედაშენი შენს გაჩენას გადაჰყვა და აღმზრდელ დედასთან საერთო არაფერი გაქვს, ამიტომაც დამშვიდდი და ცოლს მიხედეო.

– დედამთილს, რაც მისი რძალი გახდი, შენი ჩვილობის ფოტოები არასოდეს უნახავს?

– როგორც მერე გავიგე, უნახავს და მიმხვდარა, რომ მისი შვილი ვიყავი, მაგრამ  ამ საიდუმლოს ინახავდა.

მოკლედ, ნამდვილ დედას საყვარელი კაცისგან გავუჩენივარ, რომელმაც მიატოვა… მშობლებმა დედაჩემი აიძულეს, გავეშვილებინე. ხუთი თვის ვყოფილვარ. მერე დედაჩემი ჩემს მომავალ მამამთილს შეხვედრია. ცოლ-ქმარს შვილი არ შესძენიათ, ამიტომაც გურამი აუყვანიათ.

– ახლა რა კავშირი გაქვს დედასთან?

– ერთნაირად მიყვარს ორივე, მაგრამ მიმაჩნია, რომ ყველა ფრთხილად უნდა იყოს, როდესაც შვილს სხვას აძლევს, ვაითუ, ბედისწერამ ღვიძლი და-ძმა შეახვედროს ერთმანეთს და..

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

ყურადღება: ფოტო პირობითია

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

„რას მერჩოდი დედა.. ეს რატომ გააკეთე? – რა ხდება მაშინ, როდესაც დედა შვილისთვის ზედმეტს ინდომებს.. – ისტორია, რომელიც ყველა დედამ უნდა იცოდეს

Next Post

„დედაჩემმა საკუთარი ეგოისტობით იმდენი გააკეთა, უკვე მეორე, ორსულ ცოლს დამაშორა..“ – 32 წლის კაცის წერილი

Next Post
„დედაჩემმა საკუთარი ეგოისტობით იმდენი გააკეთა, უკვე მეორე, ორსულ ცოლს დამაშორა..“ – 32 წლის კაცის წერილი

„დედაჩემმა საკუთარი ეგოისტობით იმდენი გააკეთა, უკვე მეორე, ორსულ ცოლს დამაშორა..“ – 32 წლის კაცის წერილი

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In