• home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page
Sunday, May 18, 2025
  • Login
INew.ge
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები
No Result
View All Result
INew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„დედაჩემმა საკუთარი ეგოისტობით იმდენი გააკეთა, უკვე მეორე, ორსულ ცოლს დამაშორა..“ – 32 წლის კაცის წერილი

by inew
24 May 2024
in საზოგადოება
0
„დედაჩემმა საკუთარი ეგოისტობით იმდენი გააკეთა, უკვე მეორე, ორსულ ცოლს დამაშორა..“ – 32 წლის კაცის წერილი
0
SHARES
10.7k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter
რემონტის შემდგომი დალაგება

მართალია, დედაა და მასზე ასე საჯაროდ არ უნდა ვსაუბრობდე, მაგრამ ფაქტია, მეორე ოჯახიც მისი ეგოისტობის გამო დამენგრა. მართლა ხელისგულზე გამზარდა, ხელჩაკიდებული დავყავდი სკოლაში, ყველაფერი გააკეთა, რომ კარიერაში წარმატებული ბიჭი ვყოფილიყავი.

თუმცა, ჩემს პირად ცხოვრებაში ერევა და უკვე მეორე ცოლთან დამაშორა. რომ პკითხოთ, უვარგისი გოგოები შემხვდა და იმას, რაც ჩაიდინა, ჩემივე კეთილდღეობისთვის აკეთებდა.

ჩემს გულში არც კი ჩაუხედავს, როგორ მტკიოდა, მტკივა და მთელი ცხოვრება ვერ მოვიშუშებ იმ იარას, რომელიც სწორედ მან მომაყენა და არა სიყვარულმა.

მაკა რომ ცოლად მოვიყვანე, თავიდანვე აითვალწუნა. არადა, მართლა კარგი გოგო იყო, მზრუნველი, მოსიყვარულე, ჭკვიანი. უბრალოდ, გაჭირვებული ოჯახიდან იყო, თან რაიონიდან და დედა სულ ამას აყვედრიდა.

პირში ეუბნებოდა: ჩემს შვილს შეეტენე, ვითომ სასწავლებლად ჩამოხვედი, ასფალტზე ფეხი დადგი და ტალახის სუნი დაგავიწყდაო.

იმდენი უჩიჩინა, სანამ არ ჩაალაგა თავისი ტანსაცმელი და არ წავიდა. ბევრი ვეხვეწე, მაგრამ აღარ დაბრუნდა. მითხრა: სანამ დედაშენთან იცხოვრებ, მე მას ვერ შევეგუები და შენც დაგტანჯავო.

შეგნებული გოგოა, მაგრამ დედაჩემის გამოხდომები ვერ აიტანა. მთელი ორი წელი გულჩათხრობილი დავდიოდი, ძალიან განვიცდიდი ოჯახის დანგრევას.

დედაჩემი კი, ამით უბედნიერესი იყო, მეუბნებოდა: უკეთესს იპოვი, შვილო, მაგაზე დარდობო? დედაა და არ მინდოდა, რასაც მის მიმართ განვიცდიდი, ყველაფერი მეთქვა.

ვფიქრობდი, გული ეტკინება-მეთქი. თუმცა, გავიდა წლები და წყენამ გადამიარა, ისევ შევხვდი გოგოს, რომელიც შემიყვარდა და ცოლად მოვიყვანე. დედაჩემმა ესეც დაიწუნა. ატყდა: ვაის გავეყარე, უის შევეყარე. სულ შენ რატომ გემართება ასე? თვალებს ვერ გაახელ, შენი შესაფერისი გოგოები დაილიაო.

მოკლედ, ლიკუნასთანაც დამიძაბა სიტუაცია. ეს მაკასავით დამთმობი არ აღმოჩნდა და ისე კამათობდნენ, სამეზობლოც კი ერეოდა. სამსახურიდან მოსულს, სახლში აღარ მინდოდა გაჩერება.

ისე დაძაბეს სიტუაცია, ერთხელ წყობიდან გამოვედი და ვიყვირე: თუ არ მოაგვარებთ ერთმანეთში ურთიერთობას, ავდგები და წავალ სახლიდან, აღარ შემიძლია, მეც კაცი ვარ, მრცხვენია, მთელი სამეზობლოს მასხარა გავხდი-მეთქი.

ლიკუნა რომ ორსულად დარჩა, სამყარო ჩემი მეგონა, მაგრამ ვინ შემარგო? ახლა ამაზე გამოხტა დედაჩემი: თვითონ გასაზრდელია, ამან რა შვილი უნდა გაზარდოს.

ისევ ჩემი თავში სახლელი იქნება, მე სად შემიძლიაო. მოკლედ, ჯერ არ დაბადებულ ბავშვს დაატირა და ისე გაუჭირდა ჩემს ცოლს მშობიარობა, კინაღამ შვილი დავკარგე.

სიმართლე გითხრათ, ბავშვი რომ დაინახა, დედაჩემი ცოტა დამშვიდდა, რაღაც პერიოდი ლიკასთანაც აღარ კამათობდა, მაგრამ მერე ისევ აუშვა აფრები. მოკლედ, იმდენი ქნა, სანამ ლიკასთან და შვილთან არ დამაშორა.

ლიკას მშობლები შეესწრნენ ჩემი ცოლისა და დედაჩემის კამათს, მოჰკიდეს შვილსა და შვილიშვილს ხელი და წაიყვანეს.

სამსახურიდან რომ დავბრუნდი და სახლი ცარიელი დამხვდა, კინაღამ გადავირიე. მართალია, ლიკა შვილის ნახვას არ მიშლის, მაგრამ უკან აღარ ბრუნდება. დედაჩემი კი, ისევ თავის აზრზეა:

როცა მოგინდება, ბავშვი მოიყვანე, ჩემი შვილიშვილია და მიყვარს, მაგრამ ის ქალბატონი, აქ ფეხშემოდგმული არ დავინახო, ჩემს ნაწვალებ-ნაშრომ სახლში არ ვაპარპაშებო.

ვხვდები, დედას ეს ყველაფერი ეგოისტობით მოსდის. ჰგონია, ერთადერთი შვილის სიყვარულს სხვები ედავებიან და ართმევენ. თუ ცოლი მეყოლება, მისი სიყვარული გამინელდება და ამის გამო ვერ აიტანა ვერცერთი რძალი.

ძალიან მტკივა, განვიცდი, მაგრამ ფაქტია, სანამ ის ჩემ გვერდითაა, ცოლს ვეღარ მოვიყვან. ყოფილმა ცოლებმა კი ჩემზე უარი თქვეს.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..

ყურადღება: ფოტო პირობითია

გუკა, 32 წლის.

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

„ჩემი დედამთილი სინამდვილეში დედაჩემი აღმოჩნდა” – ქართველი ნაშვილები გოგონას წარმოუდგენელი ისტორია

Next Post

„ჩემი დედამთილი და მული ქმართან მარტო ერთი წუთითაც კი არ მტოვებენ.. არვიცი როდემდე შევძლებ მეუღლის ხათრით ყველაფრის ატანას და მოთმენას..“

Next Post
„ჩემი დედამთილი და მული ქმართან მარტო ერთი წუთითაც კი არ მტოვებენ.. არვიცი როდემდე შევძლებ მეუღლის ხათრით ყველაფრის ატანას და მოთმენას..“

„ჩემი დედამთილი და მული ქმართან მარტო ერთი წუთითაც კი არ მტოვებენ.. არვიცი როდემდე შევძლებ მეუღლის ხათრით ყველაფრის ატანას და მოთმენას..“

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია სიგიჟემდე – ნახეთ ნანუკამ რჩეულის ვინაობა გაამხილა და ვერც კი დაიჯერებთ ვინ აღმოჩნდა ის

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
მინების წმენდა
სახლის დალაგება
დასუფთავების კომპანია
ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ
შუშების წმენდა
ვიტრაჟების წმენდა
სახლის აშენება
სახლის მშენებლობა
კერძო სახლების მშენებლობა
შავი კარკასის აშენება ფასი
ინტერიერის დიზაინი
aviabiletebi avia.ge
ავტომობილის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა ფარების პოლირება ძრავის ქიმწმენდა რა ღირს მანქანის ქიმწმენდა მანქანის ქიმწმენდა დიდი დიღომი მანქანის ქიმწმენდა ფასები მანქანის ქიმწმენდა საბურთალო მანქანის ქიმწმენდა ფასდაკლებით რა ჯდება მანქანის ქიმწმენდა
ქიმწმენდა
სადარბაზოების დალაგება ფანჯრების წმენდა ვიტრაჟების წმენდა ფანჯრების წმენდა რემონტის შემდეგ რემონტის შემდგომი დალაგება დალაგება დღიურად ინტერიერის დიზაინი ბიზნეს ობიექტების დასუფთავება
  • ფილმები ქართულად
  • ქართულად გახმოვანებული ფილმები
  • ფილმები ქართულად
მანქანის ქიმწმენდა
რემონტის შემდგომი დალაგება
რემონტის შემდგომი დალაგება
ფილმები ქართულად
  • home 1
  • Home 3
  • Home 4
  • Home 5
  • Home 6
  • Sample Page

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ასტროლოგია
  • კულინარია
  • დიასახლისებისთვის
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • ტესტები
  • ურთიერთობები

© 2025 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In