მე მქვია მაშა. მე და ჩემს მეუღეს ჩვენ ძალიან ძლიერი ოჯახი გვაქვს, გვყავს ორი შვილი – ორი გოგონა. მე ძალიან მიყვარს ჩემი მეუღლე. თუმცა მალე დავიწყე იმის შენიშვნა, რომ ბოლო დროს ის ძალიან წუხდა რაღაცაზე, ნერვიულობდა, ზოგჯერ კი შვილებსაც უმიზეზოდ უყვიროდა და ეჩხუბებოდა.
ვერ მივხვდი, რაში იყო საქმე და როცა ქმარს ვკითხე, მან მიპასუხა:
– სამსახურში დიდი პრობლემები მაქვს
მისი დამშვიდება ვცადე, მაგრამ ეს დიდად არ გამომივიდა.
დრო გავიდა და სახლში არაფერი შეცვლილა. ერთ დღეს გადავწყვიტე სერიოზულად მესაუბრა ქმართან, მაგრამ სწორედ მაშინ ტელეფონმა დარეკა და ქალმა მითხრა:
– იცით, რომ თქვენს ქმარს მეორე ოჯახი აქვს? მას ჰყავს ვაჟი საშა..
და ქალმა გათიშა. არ მჯეროდა, რომ ქმარმა მომატყუა, ვეღარ მოვითმინე და როცა მოვიდა, პირდაპირ ვკითხე:
– ვინ არის საშა?
ჩემი მეუღლე ჩემგან ასეთ კითხვას არ ელოდა, მან რაღაცის თქმა დაიწყო, მაგრამ მე ვერაფერი გავიგე. შემდეგ კი ვუთხარი მას, რომ თუ ის ახლა არ მეტყოდა სიმართლეს, მაშინ თავად გავარკვევდი.
შემდეგ ქმარმა თქვა, რომ სამი წლის წინ სამსახურში ჰქონდა ურთიერთობა ახალგაზრდა გოგონასთან. მას ბიჭი შეეძინა.. არ მჯეროდა, რომ ეს ჩემს ოჯახში ხდებოდა.
მე ვაპატიე ჩემს ქმარს, ის ძალიან მიყვარდა და ვიცი, რომ მასაც ვუყვარვარ, მაგრამ ჩვენ ასევე გვყავდა ბავშვები.
ერთხელ შევხვდი მეგობარს, რომელიც უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ აღარ მინახავს, ის ბავშვთა სახლში მუშაობდა. მასთან ერთად იქვე კაფეში შევედი და ჩემი მეუღლე დავინახე, რომელიც დაახლოებით ხუთი წლის ბიჭის გვერდით იჯდა, მივხვდი, რომ ეს ჩემი ქმრის შვილი იყო.
მეგობარმა მითხრა, რომ ბიჭის დედამ მიატოვა იგი, დაქორწინდა და სხვა ქვეყანაში ცხოვრობდა, მამამისს კი საკუთარი ოჯახი ჰყავს. ასე რომ აღმოჩნდა – მშობლები ცოცხლები არიან, ბავშვი კი ობოლი.
მე და ჩემი მეგობარი ვიჯექით, შემდეგ ის წავიდა, მე კი წამოვდექი, მივედი ქმართან და ვუთხარი:
– მგონი დროა ორივენი წახლში წამოხვიდეთ…
ქმარმა შემომხედა და მის თვალებში შიში, გაუგებრობა დავინახე და როცა გამეღიმა, ცრემლები წამომივიდა. ბიჭი გაკვირვებული მიყურებდა, შემდეგ მოვარდა ჩემთან, ჩამეხუტა და მითხრა:
– დედა, ვიცოდი რომ სახლში წამიყვანდი!
ახლა სამი შვილი გვყავს, გოგოებს ძალიან უყვართ თავის ნახევარძმა. ეს ბავშვი ახლა ყველაზე ბედნიერი ბავშვია. მრავალი წელი გავიდა, გოგონები გაიზარდნენ და დაქორწინდნენ, ისინი კარგად არიან, ჩემი შვილი ამთავრებს უნივესიტეტს. ჩვენ ძალიან ვამაყობთ ჩვენი შვილებით.
ვფიქრობ, სწორად მოვიქეცი.. ცოცხალი მშობლების ბავშვები არ შეიძლება იყვნენ ობლები, ეს დიდი ცოდვაა.
თქვენს რას ფიქრობთ?
ყურადღება: ფოტო პირობითია