• ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Saturday, April 18, 2026
inew.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
inew.ge
No Result
View All Result
Home რეგიონი

მოძრაობა „კულტურული მემკვიდრეობისთვის“ – სამშვილდეს აქვს პოტენციალი გახდეს საქართველოში ყველაზე საინტერესო ტურისტული არეალი, ის დღეს უპატრონოდ არის მიტოვებული და შველას საჭიროებს

by inew
3 March 2026
in რეგიონი, საზოგადოება
0
მოძრაობა „კულტურული მემკვიდრეობისთვის“ – სამშვილდეს აქვს პოტენციალი გახდეს საქართველოში ყველაზე საინტერესო ტურისტული არეალი, ის დღეს უპატრონოდ არის მიტოვებული და შველას საჭიროებს
0
SHARES
6
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

მოძრაობა „კულტურული მემკვიდრეობისთვის“ განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაცია საქართველოს კულტურისა და ინფრასტრუქტურისსამინისტროს მოუწოდებს, დაიწყოს მსჯელობა სამშვილდის ნაქალაქარის რეაბილიტაციის და ტურისტულად განვითარების პერსპექტივებზე.

მათი შეფასებით, სამშვილდეს, რომელიც დღეს მძიმე მდგომარეობაშია, ნამდვილად აქვს პოტენციალი, გახდეს საქართველოში ერთ – ერთი ყველაზე საინტერესო ტურისტული არეალი.

„გვინდა შეშფოთება გამოვხატოთ სამშვილდის ნაქალაქარის მდგომარეობის გამო. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეს უნიკალური ძეგლი, არამარტო ყველაზე დიდი ნაქალაქარია საქართველოში(53ჰა), არამედ ერთადერთი ძეგლია ამიერკავკასიაში, რომელიც ხელუხლებელი ავთენტურობით არის შემორჩენილი. იმის გამო, რომ 2018 წლის შემდეგ ნაქალაქარში გაწმენდითი სამუშაოები აღარ ჩატარებულა, გაზრდილი მცენარეული საფარის გამო, ზოგიერთ უბანში ათასწლოვანი ქუჩები და ნამოსახლარები აღარ იკითხება. ზაფხულში ტერიტორია ქვეწარმავლების ბუდედ არის ქცეული, რის გამოც ძეგლის მონახულება, უკვე გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული. განსაკუთრებით, მძიმე მდგომარეობაშია სამშვილდის ციტადელის ცალკეული ნაწილები და სიონის ნაშთები, სამწუხაროდ, უძველეს თავდაცვის კედლებს საფრთხეს არამარტო ასაკი და ბუნებრივი პროცესები, არამედ დამთვალიერებელთა უკონტროლო გადაადგილებაც უქმნის. ციტადელზე ( ბოლო დროს უკვე სიონის შემორჩენილ კედლებზეც) ასვლა და ფოტოს გადაღება დღეს ერთგვარ რიტუალად იქცა. ძეგლის გადარჩენის იმედი, პირველად 2018 წელს გაჩნდა, როდესაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ სამშვილდის ნაქალაქარში ციტადელის კარიბჭის რესტავრაცია და ძეგლის ფართომასშტაბიანი გაწმენდითი სამუშაოები წამოიწყო.

პარალელურად, ადგილზე რამდენიმე არქეოლოგიური ექსპედიცია მუშაობდა, რა დროსაც ნაქალაქარის ისტორიის აქამდე უცნობი და ამავდროულად მნიშვნელოვანი დეტალები გამოვლინდა. 2021 წელს საქართველოს მთავრობას საჯაროდ ჰქონდა გაცხადებული სურვილი, სამშვილდის ნაქალაქარი პერსპექტიულ ტურისტულ არეალად ექცია, თუმცა ინიციატივას აქამდე ქმედითი ნაბიჯები არ მოჰყოლია. არადა სამშვილდეს, ნამდვილად აქვს პოტენციალი, გახდეს საქართველოში ერთ- ერთი ყველაზე საინტერესო ტურისტული არეალი. ამას ისიც ცხადყოფს, რომ მიუხედავად შესაბამისი ინფრასტრუქტურის არ არსებობისა, ძეგლი დამთვალიერებელთა ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ სამშვილდის ნაქალაქარი ადგილობრივ თუ საერთაშორისო სატრანსპორტო კვანძთან- თბილისთან სულ რაღაც 80 კილომეტრში მდებარეობს. მივმართავთ საქართველოს კულტურისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, დაიწყოს მსჯელობა სამშვილდის ნაქალაქარის რეაბილიტაციის და ტურისტულად განვითარების პერსპექტივებზე. სამშვილდის პროექტი არამარტო დაგვეხმარება ძეგლის გადარჩენაში, არამედ ხელს შეუწყობს კიდეც ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებას”, – ნათქვამია მოძრაობა „კულტურული მემკვიდრეობისთვის“ განცხადებაში.

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

საქართველოში ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტი დაიწყო

Next Post

„სახელმწიფო ინფრასტრუქტურული ხარჯები, სავარაუდოდ, 2027 წლიდან აღდგება და 5 მლრდ ლარზე მეტი იქნება“ – „თიბისი კაპიტალი“

Next Post
„სახელმწიფო ინფრასტრუქტურული ხარჯები, სავარაუდოდ, 2027 წლიდან აღდგება და 5 მლრდ ლარზე მეტი იქნება“ – „თიბისი კაპიტალი“

„სახელმწიფო ინფრასტრუქტურული ხარჯები, სავარაუდოდ, 2027 წლიდან აღდგება და 5 მლრდ ლარზე მეტი იქნება“ - „თიბისი კაპიტალი“

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
aviabiletebi avia.ge

შემოგვიერთდი Facebook-ზე

პარტნიორი კომპანია:

OfficeCare – ოფისების რეგულარული დალაგება

დასუფთავების კომპლექსური სერვისები:

ხალიჩის რეცხვა

S ქართული საიტების კატალოგი Saitebi.Space
H Home Problems & Fix Guides HomeProblemFix.space
ხალიჩების ქიმწმენდა - რბილი ავეჯის ქიმწმენდა
ხალიჩების ქიმწმენდა ოფისებისთვის – OfficeCare
რემონტის შემდგომი დალაგება
ზოომაღაზია – ძაღლის საკვები, აქსესუარები და მოვლა
ამანათები ჩინეთიდან
S კერძო სახლების პროექტები სახლების პროექტები
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.