ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში, საკუთარ Facebook გვერდზე ერთ-ერთმა მომხმარებელმა სახალისო პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“ჩემ გვერდით მჯდომ მამაკაცს ურეკავს მობილური.
– ალო (კილო ზესტაფონური)
– გელა (ქალის ხმა)
– ჰო
– რა ქენი? მორჩით გალესვას? ეიღეთ ფულები?
– კი, წამუალთ მალე!
– მარტო ზიხარ თუ გენადიეც შენთანაა?
– მარტო ვარ. რა იყო ?
– გინეკოლოგთან ვიყავი
– არ მითხრა ახლა, კიდო ფეხმძიმეთ ვარო!
– არა! არა ვარ ფეხმძიმედ.
– კი დო კაი
– მარა…
– რა მარა?
– რაიო და სპირალი ჩეიდგიო?
– რაის სპირალი შე ქალო, დიზელზე ხარ თუ რად გინდა სპირალი?
– თუ არ ჩეიდგამ დაორსულდები კიდოვო
– ჩეიდგი მერე
– აქანე არსათ არაა, ეგ დასაწვავი სპირალი და ქალაქში თუ იყიდიო.
– მერე?!
– წამეღე გელაიე თუ წამს ღმერთი!
– რა წამევიღო, ქალო შენ სულელი ხომ არხარ!
– ნუ წამეიღებ მაშინ და გავაჩინოთ მე-7 ბაღანა…
– (პაუზა) …
– რას გაჩუმებულხარ, ამეიღე ხმა!
– შენი დედა რო მო@@ან! მაგიზე ვარ გაჩუმებული. სა ვიყიდო, ის მაინც მითხარი, ან რა ღირს?
– აფთიაქებში იქნება გელა, უთხარი სპირალი მინდათქო და მოგცემენ.
– შენი გამოშვების წელი და ძრავის მოცულობა უნდა ვუთხრა? თუ მიდის ყველაზე?
– ჩამოხვალ შენ გელაიე, აქანე!
– რა ღირს, გოგო მაგ სპირალია თუ პრუჟუნა?
– 60-70 ლარი ნაღირება
– 60-70 რა ამბავი შე შობელძაღლო, ახალი ემელის ნაწილები არ ღირს მასე ძვირი.
– მორჩი ახალა წუწუნს!
– მამისმინე
– გისმენ
– დაშლილებში არ იქნება ხო ეგ პრუჟინა?
– ოხ, გელაიე ჩამოი ერთი და გაჩვენებ მე შენ დაშლილებს!
– ჰო, კაი წამევიღებ, წამევიღებ…
(გათიშა ტელეფონი)
-თქვენი გამამშვები ფაბრიკა დაიქცეს, თქვენი! ხან პრუჟუნა უნდა ჩოუდგა და ხან დისკები გამოუცვალო. არ ჯობდა ახლა, ერთი კაი მანქანა მყოლოდა? იმას მაინც არ მეტყოდა, ნუ სვამო…
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ სტატია.. ასევე გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში..
ყურადღება: ფოტო პირობითია