,,უკრაინის პრეზიდენტთან და უკრაინელ კოლეგასთან ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე და იმ გამოწვევებზე ვისაუბრეთ, რაც ჩვენს შორის არის – ვისაუბრეთ რამდენად მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა განვავითაროთ.
შეხვედრა წინასწარ დაგეგმილი არ ყოფილა. შეხვედრა ფორმატის ფარგლებში უკრაინული მხარის ინიციატივით შედგა. შეხვედრამ რამდენიმე წუთს გასტანა. ჩვენ მოვახერხეთ შევხებოდით იმ მნიშვნელოვან საკითხებს, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებშია.
საუბარი იყო იმაზე, რომ ორ ქვეყანას შორის მნიშვნელოვანია დიპლომატიური ურთიერთობები, მათ შორის ქვეყანაში ელჩების ყოფნა. ამ ხნის განმავლობაში საქართველოს აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია და დამოკიდებულება უკრაინასთან, რაც საერთაშორისო ფორმატებში არაერთხელ გამოგვიხატავს, სადაც ეს შესაძლებელია“, – თქვა მაკა ბოჭორიშვილმა ერავანში ქართული და უკრაინული მხარეების შეხვედრის შემდეგ.


