ვირჯინიის შტატის ქალაქ სუფოლკის სასამართლომ 23 წლის ბოსტონის კოლეჯის კურსდამთავრებულს, ინენგ იუს(Inyoung You) 2, 5 წლით პირობითი სასჯელი და 10 წლიანი გამოსაცდელი ვადა მიუსაჯა ყოფილი შეყვარებულის, ალექსანდრე ურტულას(Alexander Urtula) თვითმკვლელობამდე მიყვანის გამო.
2 თვის განმავლობაში გოგონამ ბიჭს დაახლოებით 47 ათასი ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა. ამავდროულად, ბევრი მესიჯი შეიცავდა აშკარა მოწოდებას „წადი და თავი მოიკალი“, ზოგი შეტყობინება კი უბრალოდ დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი იყო.
საბოლოოდ, 22 წლის ახალგაზრდამ, იმავე ბოსტონის კოლეჯის დამთავრების დღეს, ვეღარ გაუძლო ამდენ ზეწოლას და თავი მოიკლა.
მალე ინენგ იუ-ს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. პროკურორის თქმით, ალექსანდრე ურტულას თვითმკვლელობის მიზეზი სწორედ გოგონას მხრიდან მესიჯებით მასიური თავდასხმა გახდა.
– მან არაერთხელ უთხრა მსხვერპლს, რომ ან თავი უნდა მოეკლა, ან უნდა მოკვდეს, გოგონამ წამოიწყო ძალადობრივი კამპანია მის წინააღმდეგ – ამით მსხვერპლს ნების თავისუფლებას ართმევდა. სიტყვები მნიშვნელოვანია. დამცირებამ, დაცინვამ და სიტყვიერმა შეურაცხყოფამ შეიძლება ღრმად იმოქმედოს ადამიანებზე, ”- განაცხადა საფოლკის ოლქის პროკურორმა.
გამოძიებასთან შეთანხმების ფარგლებში, ინენგ იუმ სრულად აღიარა დანაშაული და ღრმად მოინანია, რაც ჩაიდინა.
სასამართლოს განაჩენის მიხედვით მომდევნო ათი წლის განმავლობაში გოგონას მოუწევს მკაცრად შეასრულოს მასზე დაწესებული ყველა ქმედება (მათ შორის, ფსიქიატრიული მკურნალობა და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა), წინააღმდეგ შემთხვევაში მისი პირობითი სასჯელი შეიძლება რეალურად იქცეს…