• ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
Monday, April 27, 2026
inew.ge
Advertisement
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
No Result
View All Result
inew.ge
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ცნობილია, რამდენი ლარით დაჯარიმდებით თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ახალი კანონის მიხედვით

by inew
31 October 2025
in საზოგადოება
0
0
SHARES
2.3k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის თარიღის მოახლოებამ, მოსახლეობაში ვნებათაღელვა გამოიწვია.

ჯარიმებს აქვს 2 ნაწილი, ერთი არის დეკლარაციების წარუდგენლობაზე და მეორე – გადასახადის არ გადახდაზე. მაგალითად, თუ დეკლარაცია საერთოდ არ წარვადგინეთ, რაც უნდა გადაგვეხადა, იმას ემატება საურავის სახით ამ თანხის 5%. თუმცა, თუ გადაცილება 2 თვეზე მეტია, მაშინ ამ თანხის 10%-ით ვჯარიმდებით.

ოფიციალური ინფორმაციით, ქონების გადასახადი უწევს პირს, თუ მისი ან ოჯახის შემოსავალი წლიურად 40 000 ლარს აღემატება. თუმცა, როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ იურისტი სალომე ბეჟაშვილი ამბობს, აღნიშნული გადასახადი უწევს ყველა პირს, ვისაც მიწის ნაკვეთი აქვს. საუბარია, როგორც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, ისე არასასოფლო-სამეურნეო და ტყის მიწებზე.

ცნობისთვის, შემოსავლების სამსახურის განმარტებით, ზოგადად ქონების გადასახადის გადახდის ბოლო ვადა არის კალენდარული წლის 15 ნოემბერი, ხოლო დეკლარაციის შევსება/წარდგენის ბოლო ვადად 1-ლი ნოემბერია განსაზღვრული, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ წელს ორივე ეს თარიღი ემთხვევა შაბათს, ვადამ გადაიწია მომდევნო სამუშაო დღეზე, შესაბამისად, ფიზიკური პირები 3 ნოემბრის ჩათვლით შეძლებენ ქონების დეკლარაციის წარდგენას, ხოლო უშუალოდ გადასახადის გადახდას 17 ნოემბრის ჩათვლით მოახერხებენ.

უფრო კონკრეტულად, ვის ეკისრება ქონების გადასახადი და როგორია ჯარიმის მოცულობა, „ბიზნესპრესნიუსი“ იურისტს სალომე ბეჟაშვილს ესაუბრა.

– ქონების გადასახადს იხდიან როგორც ფიზიკური პირები, ისე რეზიდენტი და არარეზიდენტი იურიდიულ პირები. ფიზიკურ პირებთან დაკავშირებით, ქონების გადასახადის გადახდა უწევს ყველას, ვისაც აქვს მიწის ნაკვეთი. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი აქვს შემოსავალი მას ან მისი ოჯახის წევრებს. მიწის ნაკვეთის შემთხვევაში (როგორც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, ისე არასასოფლო-სამეურნეო და ტყის მიწების), ყველა იხდის ქონების გადასახადის.

რაც შეეხება ნებისმიერი სხვა ტიპის ქონებას (ბინა, მანქანა და ა.შ.), თუ პირის ან მისი ოჯახის წვერების წლიური შემოსავალი იყო 40 000 ლარზე მეტი, მხოლოდ ამ შემთხვევაში იხდის ქონების გადასახადს.

შემოსავალი ითვლება საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით, თუ ე.წ. ხელზე ასაღები თანხა?

– რა თქმა უნდა, ამ თანხაში შედის საშემოსავლო გადასახადიც. თუმცა, გარკვეული შეღავათებიც არის, რა არ შეიტანება. მაგალითად, თუ 2 წელზე მეტი ხანი მქონდა ბინა, გასულ წელს გავასხვისე და ამით მივიღე შემოსავალი, ეს არ მოიაზრება ამ შემოსავალში.

შემოსავალში ითვლება თუ არა გზავნილები?

– შემოსავალში ითვლება ყველაფერი, ეს იქნება ხელფასი, გაქირავებით მიღებული შემოსავალი, თუ ნებისმიერი სხვა ტიპის სარგებელი, რაც გასული წლის განმავლობაში პირმა მიიღო. რაც შეეხება გზავნილებს, კოდექსის თანახმად, მნიშვნელობა არ აქვს რა ფორმით მიიღებს შემოსავალს, გზავნილებით, ქეშად თუ საბანკო გადარიცხვებით. უბრალოდ, ვინ როგორ აფიქსირებს ამ შემოსავალს, ეს სხვა საკითხია.

მანქანის, ბინის და მსგავსი ქონების გადასახადზე, ვამბობთ რომ პირის ან მისი ოჯახის წლიური შემოსავალი უნდა აღემატებოდეს 40 ათასს ლარს.. საინტერესოა, ვინ ითვლება ერთი ოჯახის წევრად? სრულად

– ეს ერთ მისამართზე ჩაწერის მიხედვით არ არის. ოჯახის წევრზე არ აკეთებს კანონი აქცენტს, საუბარია, ოჯახში ვინ მოიაზრება. სტანდარტულად, ეს პირი, მეუღლე, შვილი, გერი (არასრულწლოვანები) და ა.შ. თუმცა, ასევე კოდექსი აკეთებს მითითებას, რომ ოჯახში მოიაზრება მასთან მუდმივად მცხოვრები პირი, ეს შეიძლება იყოს ბებია, ბაბუა და ა.შ. თუმცა კანონი გვეუბნება, რომ უშუალოდ ვინც არის დეკლარაციის შემვსები და ქონების გადამხდელი, სწორედ მან უნდა გასაზღვროს ოჯახის წვერების ჩამონათვალი.

რაც შეეხება სანქციას, დეკლარაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, როგორ დაანგარიშდება ჯარიმების მოცულობა?

– ჯარიმებს აქვს 2 ნაწილი, ერთი არის დეკლარაციების წარუდგენლობაზე და მეორე – გადასახადის არ გადახდაზე. მაგალითად, თუ დეკლარაცია საერთოდ არ წარვადგინეთ, რაც უნდა გადაგვეხადა, იმას ემატება საურავის სახით ამ თანხის 5%. თუმცა, თუ გადაცილება 2 თვეზე მეტია, მაშინ ამ თანხის 10%-ით ვჯარიმდებით.

მეორე ნაწილი, თუ გადასახადის გადახდის ვადად განსაზღვრულია 15 ნოემბერი, ყოველ დაგვიანებულ დღეზე გვემატება დეკლარაციით გადასახდელი თანხის 0.05% (დამატებით). რამდენი ხანიც დავაგვიანებთ, იმ პერიოდის განმავლობაში დაგვეკისრება ეს საურავი. სრულად

გენერალური დალაგება ქიმწმენდა
Previous Post

ვალუტის კურსი შეიცვალა! – რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს?

Next Post

მძიმე ავარია – ტრაილერების შეჯახება მსხვერპლით დასრულდა

Next Post

მძიმე ავარია – ტრაილერების შეჯახება მსხვერპლით დასრულდა

  • „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    „შვილიშვილი დამეღუპა რამდენიმე წლის წინ და დავკრძალე, 3 წლის შემდეგ საფლავი გავხსენი და შიგნით ისეთი რამ დამხვდა შემეშინდა. დროა სიმართლე ვთქვა…”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • გოგონა გარდაიცვალა და ოჯახმა ის დაკრძალა, იმავე დღეს სრულიად მოულოდნელად გოგონას ოჯახში კარზე კაკუნის ხმა გაისმა

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • “ჩემი ერთადერთი შვილის სიკვდილი არც მიდარდია და არც ცრემლი ჩამომვარდნია, რძლის მამამ და ბიძამ მომიკლეს და იმ ხალხს არ ვუჩივლე, რაც დაიმსახურა ის მიიღო.. ერთხელ მის საძინებელში შევედი და..”

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ხუთი ადგილი სახლში, სადაც ფულის არასდროს არ უნდა შეინახოთ

    0 shares
    Share 0 Tweet 0
  • ბანკეტის დღეს ცოლად მამაჩემის მძღოლს გავყევი.. დედაჩემი წლები ვერ ინელებდა ამბავს, რომ მისი მდიდარი გოგო ღარიბ მძღოლს გაჰყვა ცოლად, თუმცა ჩემი და მაინც ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა..

    0 shares
    Share 0 Tweet 0
mitargmne.ge mitargmne.ge mitargmne.ge
aviabiletebi avia.ge

შემოგვიერთდი Facebook-ზე

პარტნიორი კომპანია:

OfficeCare – ოფისების რეგულარული დალაგება

დასუფთავების კომპლექსური სერვისები:

ხალიჩის რეცხვა

S ქართული საიტების კატალოგი Saitebi.Space
H Home Problems & Fix Guides HomeProblemFix.space
ხალიჩების ქიმწმენდა - რბილი ავეჯის ქიმწმენდა
ხალიჩების ქიმწმენდა ოფისებისთვის – OfficeCare
რემონტის შემდგომი დალაგება
ზოომაღაზია – ძაღლის საკვები, აქსესუარები და მოვლა
ამანათები ჩინეთიდან
S კერძო სახლების პროექტები სახლების პროექტები
  • ჩვენს შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • სამართალი
  • მსოფლიო
    • რეგიონი
  • ეკონომიკა
    • ფინანსები
  • ბიზნესი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • სამხედრო
  • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ

© 2026 JNews - Premium WordPress news & magazine theme by Jegtheme.