2025 წელს სახელმწიფო შესყიდვების პროცესების გადახედვისა და პროექტების რესტრუქტურიზაციის გამო, ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის გათვალისწინებული ფაქტობრივი ხარჯები შემცირდა, – ამის შესახებ აღნიშნულია „თიბისი კაპიტალის“ ბაზრის მიმოხილვაში.
კვლევაში ვკითხულობთ, რომ სახელმწიფო ინფრასტრუქტურული ხარჯები, სავარაუდოდ, 2027 წლიდან აღდგება და 5 მლრდ ლარზე მეტი იქნება.
„საქართველოს ინფრასტრუქტურის სექტორში ძირითადად ხარჯები სახელმწიფოზე მოდის, ვინაიდან მასშტაბური პროექტების უმეტესობა, მათ შორის, მაგისტრალების, გზების, ხიდების, წყლის სისტემებისა და საზოგადოებრივი ობიექტების მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.


